მექსიკელი კუბისტი მხატვარი – ხოსე დიეგო მარია რივერა დაიბადა 1886 წლის 8 დეკემბერს გუანახოატოში სკოლის მასწავლებლის ოჯახში. ის იყo დიეგო რივერასა და მარია დელ პილარ ბარენტესის უფროსი ვაჟიშვილი.
დიეგო 8 წლის (1894 წ) გააგზავნეს კათოლიკურ სკოლაში. მესამე კლასის წარმატებით დამთავრების შემდეგ (1896 წ). ბიჭმა გამოიჩინა ხატვის განსაკუთრებული უნარი, დაიწყო მეცადინეობა სან კარლოს აკადემიაში საღამოს კურსებზე.
1898 წელს მან ჩააბარა სან კარლოს აკადემიაში, სადაც ის 1905 წლამდე სწავლობდა.
როდესაც დიეგო რივერა გაეცნო ესპანელ მწერალს, მხატვრულ კრიტიკოსs რამონ გომესs დე ლა ადრიდელი ბოჰემის ლიდერს, ის მოხვდა მხატვარ - ავანგარდისტების წრეში, რომლის ყველაზე კაშკაშა წარმომადგენლები იყვნენ: პაბლო პიკასო, ხულიო გონდალესი და ხუან გრისი. პარიზში დიეგო რივერა ცხოვრობს ანგელა ბელოვთან ერთად, ხოლო 1912 წლის გაზაფხულზე მასთან ერთად მიემგზავრება ტოლედოში, სადაც ხვდება ბევრ ლათინოამერიკელ მხატვარს. ის ამყარებს ახლო ურთიერთობას, თავის თანამემამულესთან, ანხელ ზარაგოსთან. ორივენი სწავლობენ ეsპანელი მხატვრის იგნასიო სულოაგი_ი_ზაბალეტის შემოქმედებას. რივერა აღტაცებული იყო აგრეთვე ელ გრეკოს ხელოვნებით, დიეგო ხაზს უსვამდა კუთხეებს ტოლიდოს პეიზაჟებში, აგრძელებდა ფიგურებს და ცდილობდა დაეჭირა უბრალოების გასაოცარი გრძნობა, რაც დამახასიათებელია ელ გრეკოსთვის.
"ტოლედოს ხედის" ტილოს შექმნისას, დიეგო რივერამ მოლბერტიც კი დადგა იმავე ადგილზე, სადაც დიდმა ესპანელმა, როცა ხატავდა ნამუშევარს იმავე სახელწოდებით. მოცემული კომპოზიცია ამტკიცებს იმას, რომ დიეგო რივერა თავისი შემოქმედებითი გზის დასაწყისშივე ინტერესდებოდა სივრცისეული ფორმებისა და სიბრტყეების შედარებით, რამაც საბოლოოდ მიიყვანა ის კუბიზმამდე. სწორედ 1913 წელს მოხდა მისი გადასვლა ანალიტიკურ კუბიზმზე. მომდევნო ხუთ წელში გამოჩნდა დიეგო რივერას დაახლოებით 200 კუბური ნამუშევარი. ოსტატის მცდელობა სტილის შემუშავებისა, როგორც კუბურ ასევე ფუტურისტული ელემენტებისა, მიაღწევს აპოგეიას 1913 წლის ბოლოს. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ტილო "ქალი წყაროსთან". 1914 წლიდან კი იწყებს "კომპოზიციური ბადის” გამოყენებას, რომელიც განსაკუთრებულად კარგად შეინიშნება სურათზე "მეზღვაურის საუზმე". ეს და ამ პერიოდის სხვა ნამუშევრები ნათლად ასახავენ დიეგო რივერას მეგობრობას ხუან გარისთან, რომელსაც მექსიკელი შეხვდა 1914 წლის დასაწყისში.
სამეცნიერო და ფილოსოფიური იდეებით დაინტერესებამ ოსტატი მიიყვანა ბუნებრივ სამხატვრო მანერამდე და კომპოზიციურ უბრალოებამდე, რაც ნათლად ჩანს კომპოზიციაში "დედობა_ანგელინა და დიეგოს ბავშვი”.
1917 წლის გაზაფხულზე დიეგო რივერას და ხელოვნებათმცოდნე პიერო რევერდის კამათის შედეგად მოხდა განხეთქილება მექსიკელ მხატვარ კუბისტებს შორის. მოგვიანებით ანდრე სალმონმა ამ განხეთქილებას "რივერას საქმე” უწოდა. თავის სტატიაში კუბიზმზე მან დამამცირებლად მოიხსენია დიეგო რივერას და ანდრე ლოტას შემოქმედება, რის შედეგადაც ფიცხმა მექსიკელმა ლეონსო როზენბერგის მიერ მოწყობილ სადილზე, კამათი გააჩაღა რივერდისთან, რაც ჩხუბით დამთავრდა. ამ ინციდენტის შედეგად რივერამ უარი თქვა კუბიზმზე და განხეთქილება მოხდა როზენბერგთან და პიკასოსთან. ბრაკმა, გრისმა, ლიჟემ და თვით მხატვრის უახლოესმა მეგობრებმაც ლიპშიცმა და სევერინმა ზურგი შეაქციეს, ხოლო მისი ნამუშევარი პეიზაჟი "ზაპატისტა - პარტიზანი” ნაყიდი როზენბეგის მიერ, თაროზე იყო შედებული მრავალი წლის მანძილზე, 1930 წლამდე.
დიეგო რივერას დედაქალაქში დაბრუნების შემდეგ ემმა ურტადომ გამოფინა მეტრის ახალი ნამუშევრები თავის გალერეაში.
1957 წლის 24 ნოემბერს დიეგო რივერა დაიღუპა ინფაქტით თავის სტუდიაში სან-ანხელში.
დიეგო 8 წლის (1894 წ) გააგზავნეს კათოლიკურ სკოლაში. მესამე კლასის წარმატებით დამთავრების შემდეგ (1896 წ). ბიჭმა გამოიჩინა ხატვის განსაკუთრებული უნარი, დაიწყო მეცადინეობა სან კარლოს აკადემიაში საღამოს კურსებზე.
1898 წელს მან ჩააბარა სან კარლოს აკადემიაში, სადაც ის 1905 წლამდე სწავლობდა.
როდესაც დიეგო რივერა გაეცნო ესპანელ მწერალს, მხატვრულ კრიტიკოსs რამონ გომესs დე ლა ადრიდელი ბოჰემის ლიდერს, ის მოხვდა მხატვარ - ავანგარდისტების წრეში, რომლის ყველაზე კაშკაშა წარმომადგენლები იყვნენ: პაბლო პიკასო, ხულიო გონდალესი და ხუან გრისი. პარიზში დიეგო რივერა ცხოვრობს ანგელა ბელოვთან ერთად, ხოლო 1912 წლის გაზაფხულზე მასთან ერთად მიემგზავრება ტოლედოში, სადაც ხვდება ბევრ ლათინოამერიკელ მხატვარს. ის ამყარებს ახლო ურთიერთობას, თავის თანამემამულესთან, ანხელ ზარაგოსთან. ორივენი სწავლობენ ეsპანელი მხატვრის იგნასიო სულოაგი_ი_ზაბალეტის შემოქმედებას. რივერა აღტაცებული იყო აგრეთვე ელ გრეკოს ხელოვნებით, დიეგო ხაზს უსვამდა კუთხეებს ტოლიდოს პეიზაჟებში, აგრძელებდა ფიგურებს და ცდილობდა დაეჭირა უბრალოების გასაოცარი გრძნობა, რაც დამახასიათებელია ელ გრეკოსთვის.

სამეცნიერო და ფილოსოფიური იდეებით დაინტერესებამ ოსტატი მიიყვანა ბუნებრივ სამხატვრო მანერამდე და კომპოზიციურ უბრალოებამდე, რაც ნათლად ჩანს კომპოზიციაში "დედობა_ანგელინა და დიეგოს ბავშვი”.
1917 წლის გაზაფხულზე დიეგო რივერას და ხელოვნებათმცოდნე პიერო რევერდის კამათის შედეგად მოხდა განხეთქილება მექსიკელ მხატვარ კუბისტებს შორის. მოგვიანებით ანდრე სალმონმა ამ განხეთქილებას "რივერას საქმე” უწოდა. თავის სტატიაში კუბიზმზე მან დამამცირებლად მოიხსენია დიეგო რივერას და ანდრე ლოტას შემოქმედება, რის შედეგადაც ფიცხმა მექსიკელმა ლეონსო როზენბერგის მიერ მოწყობილ სადილზე, კამათი გააჩაღა რივერდისთან, რაც ჩხუბით დამთავრდა. ამ ინციდენტის შედეგად რივერამ უარი თქვა კუბიზმზე და განხეთქილება მოხდა როზენბერგთან და პიკასოსთან. ბრაკმა, გრისმა, ლიჟემ და თვით მხატვრის უახლოესმა მეგობრებმაც ლიპშიცმა და სევერინმა ზურგი შეაქციეს, ხოლო მისი ნამუშევარი პეიზაჟი "ზაპატისტა - პარტიზანი” ნაყიდი როზენბეგის მიერ, თაროზე იყო შედებული მრავალი წლის მანძილზე, 1930 წლამდე.
დიეგო რივერას დედაქალაქში დაბრუნების შემდეგ ემმა ურტადომ გამოფინა მეტრის ახალი ნამუშევრები თავის გალერეაში.
1957 წლის 24 ნოემბერს დიეგო რივერა დაიღუპა ინფაქტით თავის სტუდიაში სან-ანხელში.
No comments:
Post a Comment