სოციალური ქსელები და ბლოგები დღევანდელი რეალობის განუყოფელი ნაწილი გახდა. საქართველოში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობენ სხვადასხვა სოციალური ქსელები და ბლოგები. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბლოგოსფერო საქართველოში სოციალურ ქსელებთან შედარებით ნაკლებად პოპულარულია. ამ თემასთან დაკავშირებით გავესაუბრეთ 24 წლის გიორგის.
სოციალური ქსელებისა და ბლოგების აქტიური მომხმარებელი ხართ თუ არა?
- სოციალურ ქსელებს აქტიურად ვიყენებ, კერძოდ კი ფეისბუქს. ხოლო რაც შეეხება ბლოგებს, ბლოგებთან ნაკლები შეხება მაქვს შემთხვევით თუ წავიკითხავ რომელიმე ბლოგზე გამოქვეყნებულ პოსტს.
დღეში საშუალოდ რამდენ საათს ატარებთ კომპიუტერთან?
- გააჩნია დღეს, მაგრამ თითქმის ყოველდღე ძალიან დიდი ხანი მიწევს კომპიუტერთან ურთიერთობა. საშუალოდ ალბათ მინიმუმ 5-6 საათს ვატარებ კომპიუტერთან.
რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური ქსელები თქვენს ცხოვრებაში?
- დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, მაგრამ არც იმას ვუარყობ რომ ძალიან გამოსადეგი რამ არის.
რომელ ქართულ სოციალურ ქსელებს იცნობთ და იყენებთ თუ არა მათ?
- ქართულ სოციალურ ქსელებს საერთოდ არ ვიცნობ და შესაბამისად არც ვიყენებ.
ენდობით თუ არა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაცია?
- შეიძლება ითქვას არა, რადგან ასეთი ინფორმაციის გადამოწმება ძალიან რთულია და თან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოქვეყნება, მაგრამ არის შემთხვევები როდესაც ვენდობი, გააჩნია ვის მიერ არის გამოქვეყნებული.
სოციალურ ქსელში თქვენს შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია შეესაბამება თუ არა სიმართლეს?
- უმეტესწილად კი.
თქვენი აზრით როგორია სოციალური ქსელების დადებითი და უარყოფითი მხარეები?
- დადებითია ის, რომ მათი საშუალებით სულ უფრო მარტივი გახდა ნაცნობებთან, მეგობრებთან კონტაქტი, სურათებისა თუ ახალი ამბების გაზიარება. ინფორმაციის მიღებაც გაცილებით სწრაფი და მოქნილი გახდა. უარყოფითი კი ის არის, რომ სოციალური ქსელები იწვევს დამოკიდებულებას, რომელსაც დროის უაზროდ ხარჯვა მოყვება ხოლმე.
No comments:
Post a Comment