2011/04/26

Youtube

 
Youtube დაარსდა 2005 წლის თებერვალში სამი PayPal-ის თანამშრომლის ჩედ ჰარლის, სტივენ ჩენის და ჯავედ კარიმის მიერ. სერვისი საშუალებას აძლევს მილიარდობით ადამიანს აღმოაჩინონ, უყურონ და ერთმანეთს გაუზიარონ ვიდეოები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 2005 წლის დეკემბერში ვიდეოების მნახველთა რაოდენობა უკვე დღეში 8 მილიონს  შეადგენდა. პროექტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 2006 წლის ოქტომბერში Youtube Google-მა შეიძინა 1.65 მილიარდ დოლარად.   დღეს დღეისობით Youtube - ს 2 მილიარდზე მეტი მნახველი ყავს ყოველდღიურად. ყოველ წუთს დაახლოებით 24 საათის ხანგრძლივობის ვიდეოები იტვირთება. პირველი ვიდეო სულ 19 წამის ხანგრძლივობის გახლდათ. სტატისტიკის თანახმად  Youtube -ზე 60 დღის განმავლობაში მეტი ვიდეო იტვირთება, ვიდრე ამერიკის წამყვან ტელეკომპანიებს შეუქმნიათ 60 წლის მანძილზე. Youtube 22 ქვეყანაში ფუნქციონირებს 24 სხვადასხვა ენაზე. 
  2006 წლის  მარტში Youtube-მა შეიმუშავა შინაარსის შემოწმების პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა ატვირთული ვიდეოების შინაარსისა და მფლობელის უფლებების გადამოწმება. არსებობის 5 წლის განმავლობაში  Youtube რეკორდული ტემპით ვითარდებოდა და უკეთეს მომსახურებას სთავაზობდა მომხმარებელს. დღევანდელი სტატისტიკის მიხედვით, თითოეული ადამიანი, რომელიც ინტერნეტით სარგებლობს, დღეში 15 წუთს მაინც ხარჯავს Youtube-ზე.  მისი საბაზრო ღირებულება 4.67 მილიარდ დოლარს შეადგენს და სავარაუდოდ ეს ციფრი კიდევ გაიზრდება.
  

No comments:

Post a Comment