2011/04/14

რეიტინგული უცხოური ტელევიზიების ვებგვერდები

 ამ პოსტში შემოგთავაზებთ უცხოური რეიტინგული ტელევიზიების ვებგვერდების ზოგად მიმოხილვას. შევარჩიეთ სამი მსოფლიო მედიასივრცეში კარგად ცნობილი საინფორმაციო არხების ვებგვერდები, ესენი გახლავთ სიენენი, ევრონიუსი და ბლუმბერგი.
სამივე ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია თემატიკისა და რეგიონების მიხედვით არის დაყოფილი, რაც საინფორმაციო ვებგვერდისათვის დიდ პლუსად უნდა მივიჩნიოთ. ამგვარად საჭირო ინფორმაციის მოძიება უფრო მარტივად და სწრაფად ხდება. სამივე ვებგვერდს აქვს პირდაპირი ეთერის ფუნქცია, ასევე ვიდეო არქივი, სადაც ნებისმიერი სიუჟეტის ნახვაა შესაძლებელი. ვებგვერდებს გააჩნიათ მულტიენობრივი დისპლეი, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მისთვის სასურველ ენაზე გადაიყვანოს ვებგვერდი და მასზე განთავსებული ინფორმაცია.
ქართულ სატელევიზიო საიტებზე თითქმის არ გვხვდება ინფორმაციის თემატური დაყოფა. ასევე უცხოურ ენებზე ინფორმაციის ქართული ვებგვერდიდან მიღებაც გაგიჭირდებათ.
უცხოურ ვებგვერდებზე ახალი ამბების გარდა გვხვდება ანალიტიკური და მიმოხილვითი სტატიები, ქართულ ვებგვერდებზე სამწუხაროდ ასეთი ტიპის სტატიები საერთოდ არ არის. კიდევ ერთი უპირატესობა, რომელიც უცხოურ ვებგვერდებზე აღმოვაჩინეთ იყო მნიშვნელოვანი მოვლენებისათვის ცალკე გამოყოფილი განყოფილება. მაგალითად, თუ იაპონიის მიწისძვრის შესახებ ინფორმაციის მოძიება გსურთ, სიენენის საიტზე ცალკე განყოფილებაა, რომელშიც ერთად არის თავმოყრილი იაპონიაში მომხდარი მნიშვნელოვანი ახალი ამბები და სხვა საინტერესო მასალები. საძიებო სისტემაც უფრო დახვეწილი და სრულყოფილია, რაც მომხმარებლისათვის უფრო მოხერხებულ სერვისს გულისხმობს.

No comments:

Post a Comment