2011/05/05

დიეგო რივერა


მექსიკელი კუბისტი მხატვარი  – ხოსე დიეგო მარია რივერა დაიბად 1886 წლის 8 დეკემბერს გუანახოატოში სკოლის მასწავლებლის ოჯახში. ის იყo  დიეგო რივერას და მარია დელ პილარ ბარენტესის უფროსი ვაჟიშვილი.
დიეგო 8 წლის (1894 ) გააგზავნეს კათოლიკურ სკოლაში. მესამე კლასის წარმატებით დამთავრების შემდეგ (1896 ). ბიჭმა გამოიჩინა ხატვის განსაკუთრებული უნარი, დაიწყო მეცადინეობა სან კარლოს აკადემიაში საღამოს კურსებზე.
1898 წელს მან ჩააბარა სან კარლოს აკადემიაში, სადაც ის 1905 წლამდე სწავლობდა.
როდესაც დიეგო რივერა გაეცნო ესპანელ მწერალს, მხატვრულ კრიტიკოსs რამონ გომესs დე ლა ადრიდელი ბოჰემის ლიდერს, ის მოხვდა მხატვარ - ავანგარდისტების წრეში, რომლის ყველაზე კაშკაშა     წარმომადგენლები იყვნენ: პაბლო პიკასო, ხულიო გონდალესი და ხუან გრისი. პარიზში დიეგო რივერა ცხოვრობს ანგელა ბელოვთან ერთად, ხოლო 1912 წლის გაზაფხულზე მასთან ერთად მიემგზავრება ტოლედოში, სადაც ხვდება ბევრ ლათინოამერიკელ მხატვარს. ის ამყარებს ახლო ურთიერთობას, თავის თანამემამულესთან, ანხელ ზარაგოსთან. ორივენი სწავლობენ ეsპანელი მხატვრის იგნასიო სულოაგი__ზაბალეტის შემოქმედებას. რივერა აღტაცებული იყო აგრეთვე ელ გრეკოს ხელოვნებით, დიეგო ხაზს უსვამდა კუთხეებს ტოლიდოს პეიზაჟებში, აგრძელებდა ფიგურებს და ცდილობდა დაეჭირა უბრალოების გასაოცარი გრძნობა, რაც დამახასიათებელია ელ გრეკოსთვის. "ტოლედოს ხედის" ტილოს შექმნისას, დიეგო რივერამ მოლბერტიც კი დადგა იმავე ადგილზე, სადაც დიდმა ესპანელმა, როცა ხატავდა ნამუშევარს იმავე სახელწოდებით. მოცემული კომპოზიცია ამტკიცებს იმას, რომ დიეგო რივერა თავისი შემოქმედებითი გზის დასაწყისშივე ინტერესდებოდა სივრცისეული ფორმებისა და სიბრტყეების შედარებით, რამაც საბოლოოდ მიიყვანა ის კუბიზმამდე. სწორედ 1913 წელს მოხდა მისი გადასვლა ანალიტიკურ კუბიზმზე. მომდევნო ხუთ წელში გამოჩნდა დიეგო რივერას დაახლოებით 200 კუბური ნამუშევარი. ოსტატის მცდელობა სტილის შემუშავებისა, როგორც კუბურ ასევე ფუტურისტული ელემენტებისა, მიაღწევს აპოგეიას 1913 წლის ბოლოს. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ტილო "ქალი წყაროსთან". 1914 წლიდან კი იწყებს "კომპოზიციური ბადისგამოყენებას, რომელიც განსაკუთრებულად კარგად შეინიშნება სურათზე "მეზღვაურის საუზმე". ეს და ამ პერიოდის სხვა ნამუშევრები ნათლად ასახავენ დიეგო რივერას მეგობრობას ხუან გარისთან, რომელსაც მექსიკელი შეხვდა 1914 წლის დასაწყისში.
სამეცნიერო და ფილოსოფიური იდეებით დაინტერესებამ ოსტატი მიიყვანა ბუნებრივ სამხატვრო მანერამდე და კომპოზიციურ უბრალოებამდე, რაც ნათლად ჩანს კომპოზიციაში "დედობა_ანგელინა და დიეგოს ბავშვი.
1917
წლის გაზაფხულზე დიეგო რივერას და ხელოვნებათმცოდნე პიერო რევერდის კამათის შედეგად მოხდა განხეთქილება მექსიკელ მხატვარ კუბისტებს შორის. მოგვიანებით ანდრე სალმონმა ამ განხეთქილებას "რივერას საქმეუწოდა. თავის სტატიაში კუბიზმზე მან დამამცირებლად მოიხსენია დიეგო რივერას და ანდრე ლოტას შემოქმედება, რის შედეგადაც ფიცხმა მექსიკელმა ლეონსო როზენბერგის მიერ მოწყობილ სადილზე, კამათი გააჩაღა რივერდისთან, რაც ჩხუბით დამთავრდა. ამ ინციდენტის შედეგად რივერამ უარი თქვა კუბიზმზე და განხეთქილება მოხდა როზენბერგთან და პიკასოსთან. ბრაკმა, გრისმა, ლიჟემ და თვით ატვრის უახლოესმა მეგობრებმაც ლიპშიცმა და სევერინმა ზურგი შეაქციეს, ხოლო მისი ნამუშევარი პეიზაჟი "ზაპატისტა - პარტიზანი ნაყიდი როზენბეგის მიერ, თაროზე იყო შედებული მრავალი წლის მანძილზე, 1930 წლამდე.
დიეგო რივერას დედაქალაქში დაბრუნების შემდეგ ემმა ურტადომ გამოფინა მეტრის ახალი ნამუშევრები  თავის გალერეაში.
1957
წლის 24 ნოემბერს დიეგო რივერა დაიღუპა ინფაქტით თავის სტუდიაში სან-ანხელში.

2011/04/28

სოციალური ქსელები და ბლოგები

 სოციალური ქსელები და ბლოგები დღევანდელი რეალობის განუყოფელი ნაწილი გახდა. საქართველოში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობენ სხვადასხვა სოციალური ქსელები და ბლოგები. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბლოგოსფერო საქართველოში სოციალურ ქსელებთან შედარებით ნაკლებად პოპულარულია. ამ თემასთან დაკავშირებით გავესაუბრეთ 24 წლის გიორგის.

სოციალური ქსელებისა და ბლოგების აქტიური მომხმარებელი ხართ თუ არა?
- სოციალურ ქსელებს აქტიურად ვიყენებ, კერძოდ კი ფეისბუქს. ხოლო რაც შეეხება ბლოგებს, ბლოგებთან ნაკლები შეხება მაქვს შემთხვევით თუ წავიკითხავ რომელიმე ბლოგზე გამოქვეყნებულ პოსტს.
დღეში საშუალოდ რამდენ საათს ატარებთ კომპიუტერთან?
- გააჩნია დღეს, მაგრამ თითქმის ყოველდღე ძალიან დიდი ხანი მიწევს კომპიუტერთან ურთიერთობა. საშუალოდ ალბათ მინიმუმ 5-6 საათს ვატარებ კომპიუტერთან.
რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური ქსელები თქვენს ცხოვრებაში?
- დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, მაგრამ არც იმას ვუარყობ რომ ძალიან გამოსადეგი რამ არის.
რომელ ქართულ სოციალურ ქსელებს იცნობთ და იყენებთ თუ არა მათ?
- ქართულ სოციალურ ქსელებს საერთოდ არ ვიცნობ და შესაბამისად არც ვიყენებ.
ენდობით თუ არა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაცია?
- შეიძლება ითქვას არა, რადგან ასეთი ინფორმაციის გადამოწმება ძალიან რთულია და თან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოქვეყნება, მაგრამ არის შემთხვევები როდესაც ვენდობი, გააჩნია ვის მიერ არის გამოქვეყნებული.
სოციალურ ქსელში თქვენს შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია შეესაბამება თუ არა სიმართლეს?
- უმეტესწილად კი.
თქვენი აზრით როგორია სოციალური ქსელების დადებითი და უარყოფითი მხარეები?
- დადებითია ის, რომ მათი საშუალებით სულ უფრო მარტივი გახდა ნაცნობებთან, მეგობრებთან კონტაქტი, სურათებისა თუ ახალი ამბების გაზიარება. ინფორმაციის მიღებაც გაცილებით სწრაფი და მოქნილი გახდა. უარყოფითი კი ის არის, რომ სოციალური ქსელები იწვევს დამოკიდებულებას, რომელსაც დროის უაზროდ ხარჯვა მოყვება ხოლმე.

2011/04/26

Youtube

 
Youtube დაარსდა 2005 წლის თებერვალში სამი PayPal-ის თანამშრომლის ჩედ ჰარლის, სტივენ ჩენის და ჯავედ კარიმის მიერ. სერვისი საშუალებას აძლევს მილიარდობით ადამიანს აღმოაჩინონ, უყურონ და ერთმანეთს გაუზიარონ ვიდეოები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 2005 წლის დეკემბერში ვიდეოების მნახველთა რაოდენობა უკვე დღეში 8 მილიონს  შეადგენდა. პროექტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 2006 წლის ოქტომბერში Youtube Google-მა შეიძინა 1.65 მილიარდ დოლარად.   დღეს დღეისობით Youtube - ს 2 მილიარდზე მეტი მნახველი ყავს ყოველდღიურად. ყოველ წუთს დაახლოებით 24 საათის ხანგრძლივობის ვიდეოები იტვირთება. პირველი ვიდეო სულ 19 წამის ხანგრძლივობის გახლდათ. სტატისტიკის თანახმად  Youtube -ზე 60 დღის განმავლობაში მეტი ვიდეო იტვირთება, ვიდრე ამერიკის წამყვან ტელეკომპანიებს შეუქმნიათ 60 წლის მანძილზე. Youtube 22 ქვეყანაში ფუნქციონირებს 24 სხვადასხვა ენაზე. 
  2006 წლის  მარტში Youtube-მა შეიმუშავა შინაარსის შემოწმების პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა ატვირთული ვიდეოების შინაარსისა და მფლობელის უფლებების გადამოწმება. არსებობის 5 წლის განმავლობაში  Youtube რეკორდული ტემპით ვითარდებოდა და უკეთეს მომსახურებას სთავაზობდა მომხმარებელს. დღევანდელი სტატისტიკის მიხედვით, თითოეული ადამიანი, რომელიც ინტერნეტით სარგებლობს, დღეში 15 წუთს მაინც ხარჯავს Youtube-ზე.  მისი საბაზრო ღირებულება 4.67 მილიარდ დოლარს შეადგენს და სავარაუდოდ ეს ციფრი კიდევ გაიზრდება.
  

2011/04/25

ქართული ინტერნეტ ტელევიზიები

ინტერნეტ ტელევიზიები ქართულ მედია სივრცეში ახალ ხილს წარმოადგენს. სულ რამოდენიმე ინტერნეტ ტელევიზია არსებობს აქედან ყველაზე წარმატებული itv.ge გახლავთ. კიდევ არსებობს ინტერნეტ ტელევიზიები, რომლებიც სხვა და სხვა პოლიტიკურ პარტიებს ეკუთვნის მაგალითად  www.tetrebi.org (თეთრი მოძრაობა), ასევე რესპუბლიკელების პარტიის ინტერნეტ ტელევიზია, რომელიც  ლაივსტრიმის ბაზაზეა შექმნილი www.livestream.com/republicans100.     
  itv.ge 2009 წლის 31 მარტიდან ფუნქციონირებს და დღემდე ქართულ ვებ სივრცეში ყველაზე წარმატებულ ინტერნეტ ტელევიზიად მიიჩნევა. ინფორმაციისა და სიუჟეტების განახლება ყოველდღიურად ხდება. ვებ გვერდიც დახვეწილი და ადვილად მოსახმარია. სიუჟეტები თემატურად არის დაყოფილი, რაც ძალიან დიდ პლიუსად უნდა მივიჩნიოთ. ტელევიზიას აქვს გადაცემების განყოფილება, სადაც სხვა და სხვა ტიპის გადაცემებია წარმოდგენილი.
 კიდევ ერთი პიონერი ინტერნეტ ტელევიზიებში kolkha.org გახლავთ.   კოლხური კულტურის საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით 2007 წელს დაარსდა. ტელევიზიია ლაზური დიალექტის გადარჩენის მიზნით, ლაზურ ენაზე მაუწყებლობდა. ვებ გვერდიც უმეტესად ლაზურ ენაზეა, რადგან ეს ინტერნეტ ტელევიზია ლაზებისთვის არის განკუთვნილი.
  ასევე საინტერესო ინტერნეტ ტელევიზიად შეიძლება ჩაითვალოს www.tetrebi.org. ვებ გვერდი მეტ ნაკლებად დახვეწილია. განთავსებული ინფორმაცია პერიოდულად ახლდება. საერთო ჯამში ვებ გვერდი თავის ფუნქციას კარგად ასრულებს.   

2011/04/14

რეალისტური ნახატები

წარმოგიდგენთ ძალიან საინტერესო და დაუჯერებლად რეალისტური ნახატების კრებულს.

პაულ რობერტსი    


ალისა მონკსი


რობერტო ბერნარდი



გრეგორი ტილკერი


ერიკ ზენერი





რეიტინგული უცხოური ტელევიზიების ვებგვერდები

 ამ პოსტში შემოგთავაზებთ უცხოური რეიტინგული ტელევიზიების ვებგვერდების ზოგად მიმოხილვას. შევარჩიეთ სამი მსოფლიო მედიასივრცეში კარგად ცნობილი საინფორმაციო არხების ვებგვერდები, ესენი გახლავთ სიენენი, ევრონიუსი და ბლუმბერგი.
სამივე ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია თემატიკისა და რეგიონების მიხედვით არის დაყოფილი, რაც საინფორმაციო ვებგვერდისათვის დიდ პლუსად უნდა მივიჩნიოთ. ამგვარად საჭირო ინფორმაციის მოძიება უფრო მარტივად და სწრაფად ხდება. სამივე ვებგვერდს აქვს პირდაპირი ეთერის ფუნქცია, ასევე ვიდეო არქივი, სადაც ნებისმიერი სიუჟეტის ნახვაა შესაძლებელი. ვებგვერდებს გააჩნიათ მულტიენობრივი დისპლეი, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მისთვის სასურველ ენაზე გადაიყვანოს ვებგვერდი და მასზე განთავსებული ინფორმაცია.
ქართულ სატელევიზიო საიტებზე თითქმის არ გვხვდება ინფორმაციის თემატური დაყოფა. ასევე უცხოურ ენებზე ინფორმაციის ქართული ვებგვერდიდან მიღებაც გაგიჭირდებათ.
უცხოურ ვებგვერდებზე ახალი ამბების გარდა გვხვდება ანალიტიკური და მიმოხილვითი სტატიები, ქართულ ვებგვერდებზე სამწუხაროდ ასეთი ტიპის სტატიები საერთოდ არ არის. კიდევ ერთი უპირატესობა, რომელიც უცხოურ ვებგვერდებზე აღმოვაჩინეთ იყო მნიშვნელოვანი მოვლენებისათვის ცალკე გამოყოფილი განყოფილება. მაგალითად, თუ იაპონიის მიწისძვრის შესახებ ინფორმაციის მოძიება გსურთ, სიენენის საიტზე ცალკე განყოფილებაა, რომელშიც ერთად არის თავმოყრილი იაპონიაში მომხდარი მნიშვნელოვანი ახალი ამბები და სხვა საინტერესო მასალები. საძიებო სისტემაც უფრო დახვეწილი და სრულყოფილია, რაც მომხმარებლისათვის უფრო მოხერხებულ სერვისს გულისხმობს.

2011/04/01

რეგიონალური ტელეკომპანიების ვებგვერდები


  
ამჯერად, ჩვენი განხილვის საგანი რეგიონალური ტელევიზიების ვებგვერდები გახდა. საქართველოში დღესდღეობით ოცდაათამდე რეგიონალური ტელეკომპანია მოღვაწეობს. ჩვენი არჩევანი აქედან სამი ტელეკომპანიის ვებგვერდზე შეჩერდა - თრიალეთი, რიონი და ტელეკომპანია 25.
ტელეკომპანია თრიალეთმა 1990 წლიდან დაიწყო მაუწყებლობა. მისი მაუწყებლობა გორის, კასპის, ხაშურის, ქარელისა და ცხინვალის რეგიონებს მოიცავს. თრიალეთის ვებ გვერდი საკმაოდ კარგად ემსახურება თავის დანიშნულებას. ვებგვერდზე განთავსებულია ახალი ამბები, რომლებიც ყოველდღიურად ახლდება. ასევე ვებგვერდი გვთავაზობს გადაცემების შესახებ მოკლე ინფორმაციას, პირდაპირ ეთერს და გადაცემების ფართო არქივს, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს ნებისმიერ დროს უყუროს მისთვის საინტერესო გადაცემასა თუ საინფორმაციო გამოშვებას. ძალიან საინტერესოა, ვებგვერდის ფოტო გალერეა, სადაც შეხვდებით როგორც თანამშრომლების ფოტოსურათებს, ასევე საინტერესო სტუმრებისა და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველ ფოტო მასალას. დიზაინიც მარტივი და სრულიად მისაღებია, ვებგვერდი ორ ფერშია გაფორმებული, არ არის ზედმეტი ფერები და რეკლამებიც ზომიერად არის შეჯერებული. ვებგვერდზე ნავიგაცია ძალიან მარტივი და ყველასათვის გასაგებია, რაც ტელეკომპანიის ვებგვერდისათვის დიდი პლუსია. 
ტელეკომპანია რიონი 1989 წელს დაარსდა. მისი სამაუწყებლო არეალი იმერეთის რეგიონს მოიცავს. ვებგვერდი ძალიან ზედაპირულია. ახალი ამბების განყოფილება ცალკე არ არის გამოყოფილი, განთავსებული ინფორმაცია ძალიან მწირი და ზერელეა. ინფორმაციის განახლება ყოველდღიურად არ ხდება, რაც ტელეკომპანიის ვებგვერდისათვის საზიანოდ შეიძლება ჩაითვალოს. ვებგვერდის მთავარ გვერდზე გადაცემების მოძრავი ბანერია განთავსებული, რომელიც ძალიან უხარისხოდ არის შესრულებული. აქაც შეგხვდებათ ფოტო გალერეა, მაგრამ თრიალეთისაგან განსხვავებით, აქ მხოლოდ ტელეკომპანიის თანამშრომლების სურათებია წარმოდგენილი. ვებგვერდზე ფუნქციონირებს პირდაპირი ეთერი და გადაცემების არქივი.
"ტელეკომპანია 25" 1993 წლიდან მაუწყებლობს, მისი მაუწყებლობის არეალი მოიცავს ბათუმს, ქობულეთს, ხელვაჩაურს, ოზურგეთის ნაწილს და ზღვისპირა ზოლს სარფიდან ქალაქ ფოთამდე. ამ ტელეკომპანიის ვებგვერდი მეტნაკლებად კარგად არის დაბალანსებული.  ინფორმაციის განახლება ყოველდღე ხდება, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მხოლოდ რამოდენიმე ნიუსია წარმოდგენილი. ვებგვერდი გვთავაზობს პირდაპირ ეთერს და ვიდეო არქივს. გადაცემების მოკლე აღწერის განყოფილებაში,ინფორმაცია წარმოდგენილია მხოლოდ ორი გადაცემის  შესახებ, გადაცემების ჩამონათვალში კი 6 გადაცემაა წარმოდგენილი. დიზაინის მხრივ, ვებგვერდი კარგად არის შესრულებული. მარტივი ინტერფეისი და სასიამოვნო ფერები მომხმარებელს უადვილებს საჭირო ინფორმაციის მოძიებას.